ხელშეკრულება

ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება

  1. “მომსახურების ხელშეკრულება” – დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
  2. “დამკვეთი” – იურიდიული ან ფიზიკური პირი რომელიც ახორციელებს დაკვეთას.
  3. “შემსრულებელი” – შპს მაგთიკომი.
  4. “მომსახურების საფასური” – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს დამკვეთმა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის, იმ სატარიფო გეგმის შესაბამისად, რომეცლი მის მიერ იქნება არჩეული. სატარიფო გეგმები გამოქვეყნებულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე (www.hostings.ge).
  5. “დღე”, “კვირა”, “თვე” “წელიწადი” – კალენდარული დღე, კვირა, თვე, წელიწადი.
  6. “მომსახურება” – წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
  7. “გიგაბაიტი” – კომპიუტერული მეხსიერების ან მონაცემთა ბაზის ნაწილი , რომლის ტევადობა 1024 მეგაბაიტის (230 ბაიტი) ტოლია.
  8. “ტრაფიკი” – მონაცემთა მიმოსვლა ინტერნეტში, ერთი ქსელიდან მეორეში გადაცემული ბაიტების რაოდენობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
  9. “ვებ-გვერდი” – დამკვეთს კუთვნილი დომენური სახელის ქვეშ არსებული გვერდების ინტერფეისი, ფუნქციები და შინაარსი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის მომხმარებლებისათვის.
  10. “ვებ სივრცე” – ვებსაიტისთვის ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებულ სერვერზე გამოყოფილი მეხსიერების რაოდენობა.
  11. “საფოსტო ყუთი” – კომპიუტერული ფაილები, რომლებიც ემსახურებიან ელექტრონული საფოსტო შეტყობინებების შეგროვებასა და შენახვას.
  12. “წერილობითი შეტყობინება” – ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ფორმით, რომელიც გაგზავნილია ერთ–ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის საფოსტო, ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან სატელეფონო ნომერზე, მოკლედ ტექსტური შეტყობინების სახით.
  13. “დაუშვებელი პროდუქცია” – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლბის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
  14. “უსაფრთხოების სისტემა” – პროგრამული და აპარატურული დაცვის მექანიზმი, რომელიც ზღუდავს სერვერზე არასანქცირებულ შეღწევას.
  15. “სერვერული რესურსების გადაჭარბებით მოხმარება” – რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დამკვეთის მიერ CPU,RAM,Network, etc გადაჭარბებით მოხმარება, რაც ხელს უშლის იმავე სერვერზე არსებულ სხვა დამკვეთებს მიიღოს მომსახურება შეფერხების გარეშე.

1. მუხლი. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში შემსრულებლის მიერ, დამკვეთის ვებ-გვერდისა და საფოსტო ყუთების საჯარო ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა 30 კალენდარული დღის მინიმუმ 99%-ის განმავლობაში სრულად და აღნიშნული მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა. 
1.2. მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა მოიცავს: დამკვეთის ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მომხმარებლებისათვის, დამკვეთისათვის მიწოდებული სერვისის უსაფრთხოებაზე, დამკვეთის ვებ-გვერდზე მონაცემთა სრულყოფილი მიმოსვლისა და საფოსტო ყუთების გამართულ მუშაობაზე ზრუნვას, შემსრულებლის ტექნიკური შესაძლებლობებისა და კეთილგონიერების ფარგლებში. 
1.3. მხარეები თანხმდებიან რომ წინამდებარე მუხლის 1.1 პუნქტით გათვალისიწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდება ვებ-ჰოსტინგით მომსახურების წესებისა და პირობების დაცვით, რომელიც გამოქვეყნებულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე www.hostings.ge , და შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის.

2. მუხლი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი და ძალაში შესვლის პირობები

2.2 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 1 (ერთი) წლის ვადით. 
2.3 იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი კალენდარული თვით ადრე არ აცნობეს ერთმანეთ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულება ყველა მისი თანდართული წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტით ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადითა და პირობებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო პერიოდზე

3. მუხლი. მომსახურების საფასური და გადახდის წესი

3.1 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული მომსახურების ყოველთვიური საფასური განისაზღვრება, დამკვეთის მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტის მიხედვით დადგენილი სატარიფო გეგმით. 
3.2 დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად ავანსის სახით, ნაღდი ან უნდაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. პირველი თვის მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, მომსახურების მიწოდება დაიწყება პირველი თვის საფასურის შემსრულებლის ანგარიშზე ასახვის შემდგომ. 
3.3 მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ დამკვეთის მიერ ექვსი თვის მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდის შემთხვევაში დამკვეთი სარგებლობს 10%-იანი, ხოლო ერთი წლის მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლების უფლებით

4. მუხლი. მხარეთა უფლება-მოვალეობები

4.1 დამკვეთს უფლება აქვს: 

4.1.1 მოსთხოვოს შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება; 
4.1.2 შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ისევე როგორც თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე; 
4.1.3 მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია მიღებული მომსახურების, ასევე გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული საფასურის თაობაზე. 

4.2 დამკვეთი ვალდებულია: 

4.2.1 გაეცნოს და მომსახურების სარგებლობისას დაიცვას ვებ-ჰოსტინგით მომსახურების წესები და პირობები (www.hostings.ge ); 
4.2.2 თავად უზრუნველყოს მისი ვებ-გვერდის პროგრამული დაცვა; 
4.2.3 ყოველთვიურად, დროულად მოახდინოს მომსახურების საფასურის გადახდა; ვებ.სივრცე ყოველთვიური ტრაფიკი საფოსტყო ყუთი დომენი ყოველთვიური საფასური 
4.2.4 შეტყობინება გაუგზავნოს შემსრულებელს საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ; 

4.3 შემსრულებელს უფლება აქვს: 

4.3.1 მოსთხოვოს დამკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებითა და ვებ-ჰოსტინგით მომსახურების წესებით და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 
4.3.2 დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მეოთხე მუხლის 4.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, შეუზღუდოს დამკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო დამკვეთის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. 
4.3.3 წინამდებარე მუხლის 4.3.2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დროს შემსრულებელი მის კუთვნილ სერვერზე ინახავს დამკვეთის კუთვნილ ინფორმაციას (ვებ-გვერდის ბაზა, ელ. ფოსტა და სხვ.). ამავე მუხლის 4.3.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დამკვეთის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია დამკვეთის გაუფრთხილებლად წაშალოს სერვერიდან ყველა მონაცემი. 
4.3.4 წინამდებარე მუხლის 4.3.2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის თაობაზე, შემსრულებელი დამკვეთს უგზავნის მომსახურების შეზღუდვის შესახებ ინდვიდუალურ შეტყობინებას დამკვეთის მიერ მითითებულ ერთ-ერთ საკონტაქტო რეკვიზიტზე (მათ შორის, ელ. ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელ. ნომერი). 

4.4 მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღებისას დამკვეთი ზიანს აყენებს შემსრულებელს ან მესამე პირებს, დამკვეთი მხრიდან ადგილი აქვს: ქსელში უნებართვო ჩართვას, მომსახურების გადაყიდვას, მომსახურების მიღება ხორციელდება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით ან მომსახურებით სარგებლობისას აწარმოებს სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელებას ან გადამისამართებას ან ახორციელებს სხვა, მათ შორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, მოგების მიღების მიზნით ან დამკვეთი სხვაგვარად არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 

4.5 შემსრულებელი ვალდებულია: 

4.5.1 უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის და 3.2 პუნქტის თანახმად მომსახურების საფასურის შემსრულებლის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან;~

5. მუხლი. მხარეთა ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა

5.1 შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ ქსელში გატარებულ ინფორმაციაზე ან/და მის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე. დამკვეთისვებ–გვერდების შინაარსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დამკვეთს. 
5.2 შემსრულებელი პასუხს არ აგებს იმ ზიანისათვის, რაც დამკვეთს შეიძლება მიადგეს ვებ- გვერდის დავირუსებისა ან მესამე პირის მიერ უსანქციო ან დამკვეთის მიერ სანქცირებული ქმედების შედეგად, ვინაიდან შემსრულებლის მოვალეობა შემოიფარგლება მხოლოდ ვებ- გვერდისა და საფოსტო ყუთების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და თავად დამკვეთია პასუხისმგებელი მისი ვებ-გვერდის პროგრამულ დაცვაზე. 
5.3 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილი ნებისმიერი ხასიათის შეტყობინება ან მოთხოვნა მიწოდებულად უნდა ჩაითვალოს შეტყობინების ან მოთხოვნის ფაქსის ან ელ-ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის დროს, ხოლო ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – ფოსტაში განთავსებიდან მე-5 დღეს.

6. მუხლი. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები

6.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე: 

6.1.1 მხარეთა შეთანხმებით; 
6.1.2 შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას; 
6.1.3 შემსრულებლის მიერ ცალმხრივად 4.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; 
6.1.4 დამკვეთის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შემსრულებლის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე შეტყობინების საფუძველზე; ამასთან, თუ დამკვეთს გამოყენებული აქვს წინამდებარე ხელშეკრულების 3.3. მუხლით განსაზღვრული ფასადაკლება, მისი ინიციატივით ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტისას დაბრუნებას ექვემდებარება დამკვეთის მიერ სრულად გადახდილ ფასდაკლებულ თანხას გამოკლებული ფასდაუკლებელი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ნამრავლი იმ თვეების რაოდენობაზე, რა თვეებშიც დამკვეთი იღებდა მომსახურებას;

7. მუხლი. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

7.1 წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გაუთვალისწინებელი ყველა საკითხი, მხარეთა შეთანხმებით მოწესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
7.2 მხარეთა შორის ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დამკვეთს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს შემსრულებლის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას. . დამკვეთის წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს შემსრულებელს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 24ა ბინა 66. პრეტენზიაში დამკვეთმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია დამკვეთს შემსრულებლის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. დამკვეთის მიერ წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 
7.3 მხარეებს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი შეთანხმებიდან, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულებიდან ანდა შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან საქართველოს სასამართლოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. მუხლი. ფორს მაჟორი

8.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია გაფიცვების, ომის, წყალდიდობის, ხანძრის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად. 
8.2 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან. 
8.3 ფორს მაჟორული გარემოებების პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი გრძელდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა. თუ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა სამ თვეზე მეტი დროით, თითოეულ მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულების შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ელექტრონული ფოსტით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.

9. მუხლი. ხელშეკრულების სხვა პირობები

9.1 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები (ვებ-ჰოსტინგის მომსახურების წესები,პირობები და ტარიფები) გამოქვეყნებულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე ( www.hostings.ge ). 
9.2 დამკვეთი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის, ის გაცნობილია და ეთანხმება შემსრულებლის ვებ-გვერდზე ( www.hostings.ge ) გამოქვეყნებულ მომსახურებით სარგებლობის წესებსა და პირობებს; 
9.3 დამკვეთი ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების, მათ შორის იურიდიულ და საბანკო რეკვიზიტების, სისწორეს. 
9.4 წინამდებარე ხელშეკრულებით დამკვეთი იღებს მხოლოდ მომსახურებას და მას საკუთრებაში არ გადაეცემა რაიმე ტექნიკური მოწყობილობა. 
9.5 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე – 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული გადაეცემათ მხარეებს. 
9.6 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის (ან მისი ნაწილის) ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას. 
9.7 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა და დებულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის, სამართალმემკვიდრეთათვის და წარმომადგენელთათვის. 
9.8 ის საკითხები, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, გადაწყდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
9.9 ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით სიტყვიერ შეთანხმებას.

დღეში თანხის დაბრუნება

თუ თქვენ ვერ მიიღებთ იმ სერვისს რასაც ჩვენ გპრიდებით ჩვენ თანხას დავაბრუნებთ.

დაიცავით თქვენი ბრენდი

ონაცემების უსაფრთხოება გარანტირებულია მხოლოდ ჩვენთან.