ჩვენი წესები

მომსახურების გამოყენების წესები

ზოგადი

  1. შპს “ჰოსტინგი” -ის მიერ ინტერნეტ გვერდისა და საფოსტო ყუთების საჯარო ხელმისაწვდომობის უზურნველყოფის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, დამკვეთი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ. მომსახურების წესებსა და პირობებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დამკვეთი იქნება ინფორმირებული მის მიერ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე ინდვიდუალური შეტყობინების გაგზავნის გზით, ასევე აღნიშნული ცვლილებები გამოქვეყნებული იქნება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.hostings.ge).

აკრძალულია

  1. ისეთი ხასიათის ინფორმაციის განთავსება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორის კონვენციებთან;
  2. ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც შეაფერხებს სერვერზე არსებული სხვა მომხმარებელის მომსახურებას;
  3. არასასურველი ელექტრონული გზავნილი (SPAM) გაგზავნა;
  4. ისეთი პროგრამული კოდების განთავსება, რომლებით იძლევა ამა თუ იმ სერვერზე არასანქცირებული შეღწევის საშუალებას (PHP Shell, Virus etc.); 
  5. ნებართვის გარეშე საავტორო უფლებებით დაცული მასალის განთავსება;

დამკვეთი ვალდებულია

  1. მომსახურების მიღებისას დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები;
  2. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები ინტერნეტ გვერდის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით
  3. მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელოს ყოველთვიურად, კვარტლურად ან წლიურად ავანსის სახით ნაღდი ან უნდაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მის მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტის შესაბამისად, (პირველი თვის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე)

დამკვეთისათვის ცნობილია, რომ

  1. მისთვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული პაროლის დაკარგვისა ან მოპარვის შედეგად მიყენებულ ზარალზე კომპანია პასუხს არ აგებს. პაროლის უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თვითონ მომხმარებელია.
  2. დამკვეთის მიერ წინასწარ ექვსი თვის მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის შემთხვევაში კუთვნილი 10%-იანი ხოლო ერთი წლის მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლების მისაღებად შეტყობინება გაგზავნოს მისამართზე: sales@hostings.ge მხოლოდ აღნიშნულ ელ. მისამართზე შეტყობინების გაგზავნის შემდგომ შეძლებს დაკვეთი კუთვნილი ფასდაკლების მიღებას;
  3. დამკვეთი პასუხისმგებელია მის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე (მათ შორის ბმულებზე, ფაილებისა და სკრიპტების უსაფრთხოებაზე, ელ საფოსტო მისამრთებზე);
  4. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, რეკომენდირებულია დამკვეთმა პერიოდულად მოახდინოს ინფორმაციის სარეზერვო კოპირება.

კომპანიის უფლებები

  1. სერვერის რესურსის არაჯეროვანი გამოყენების შემთხვევაში, რაც ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მომხმარებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (ვირუსები, მესამე პირის სანქცირებული ან არასანქცირებული შეღწევა, სპამი), კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს მომსახურების მიწოდება თუ აღნიშნული ქმედება ხელს უშლის ამავე სერვერზე არსებულ სხვა მომხმარებლებს სრულფასოვანი მომსახურების მიღებაში.
  2. მომსახურების რომელიმე წესის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წერილობითი გაფრთხილების შემდეგ ან გარეშე დროებით შეუზღუდოს მომსახურება.
  3. კომპანია პასუხისმგებელი არაა იმ შემთხვევაზე, როცა მესამე პირის გამო, უსაფრთხოების სისტემის ავტომატური ამოქმედებისას, დამკვეთს არ აქვს სერვერთან კავშირი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. ხელშეკრულების გაფორმების დროს, დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია თავის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში კომპანიას ჰქონდეს მასთან დაკავშირების საშუალება. ამასთანავე, ნებისმიერი ამ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ კომპანიას.
  2. შემსრულებელს უფლება აქვს გააგზავნოს ტექნიკური პარამეტრები ან შეცვალოს პაროლი მხოლოდ საკონტაქტო ელ.მისამრთზე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

დღეში თანხის დაბრუნება

თუ თქვენ ვერ მიიღებთ იმ სერვისს რასაც ჩვენ გპრიდებით ჩვენ თანხას დავაბრუნებთ.

დაიცავით თქვენი ბრენდი

ონაცემების უსაფრთხოება გარანტირებულია მხოლოდ ჩვენთან.